„არჩევნები ჩავლილია და იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხს ამ წლების განმავლობაში დაუგროვდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა კომპანიებსა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გასამრჯელო უკიდურესად დაბალია და დაახლოებით, 300 ლარის შეადგენს.
„არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ბიზნესს აქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა. ასეთი დამოკიდებულების გამო ამ ადამიანებს გაქცევა უნდათ ქვეყნიდან. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან საათობრივად უხდიან ხელფასს და ჩვენ არ ვართ ასე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1.80 ლარის გადახდა ეს არის დაცინვა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.