LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ბაზარზე ახალი კორეული ბრენდი გამოჩნდება

68

კომპანია Hyundai საავტომობილო ბაზარზე კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდით Genesis წარსდგება. კორეელები პრემიუმ ბრენდის შექმნას დიდი ხანი ცდილობენ, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო ამას ვერ ახერხებდნენ.

პრემიუმ ბრენდის პირველი წარმომადგენელი სედანი Equus იქნება, რომელიც შიდა ბაზარზე EQ900-ის სახელით გაიყიდება, ხოლო მსოფლიო მას ინდექსით G90 გაიცნობს. Genesis-ის პრეზენტაცია 2020 წლის დეკმებერში იგეგმება და გარდა G90-სა, დებიუტზე წარმოდგენილი იქნება ჯიპისა და სპორტ-კუპის ტიპის ავტომობილებიც.

Genesis-ის პოპულარიზაციასა და შემოსავლებზე  სადილერო ქსელი Hyundai Motor-იზრუნებს, ხოლო ბრენდის დიზაინერი ლიუკ დონკერფოლკი გახდება, რომელიც ცნობილია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით როგორიცაა Lamrogini, Bentley და Audi.

აქვე შეგახსენებთ, რომ Equus-ის დებიუტი 2008 წელს შედგა და ყველაზე პოპულარული კორეული ბიზნეს კლასის ავტომობილიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები