LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლი საქართველო

ინტენსიური თოვლის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ161 მონაკვეთზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის კმ9-კმ15 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

magti 5g