ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის:
? მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
? მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე.
? ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება თავისუფალია.