LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო ნომერი 300 000 დოლარად გაიყიდა

332
aj1dsdsf

ბრიტანეთში უნიკალური საავტომობილო ნომერი გაიყიდა. სარეგისტრაციო ნიშანი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს – 300 ათას დოლარად შეფასდა.

ნომერი ჯერ კიდევ 1900-იან წლებშია დამზადებული და მისი პირველი მფლობელი ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ნიშანი ასოებისა და ერთი ციფრისგან – „AJ1“ შედგება. 112 წლის განმავლობაში მან უამრავი ავტომობილი გამოიცვალა და საბოლოოდ აუქციონამდეც მიაღწია.

ლოტი გასაყიდად ბრიტანეთის პოლიციამ გამოიტანა და შემოსული თანხა სოციალურ კამპანიას, უსაფრთხოებასა და მემორიალური ბაღის შექმნას მოხმარდება. ხოლო რაც შეეხება საავტომობილო ნომრის ახალი მფლობელის ვინაობას- მან ანონიმურობის დაცვა ამჯობინა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ძალიან მაღალი ღირებულებისა, საავტომობილო ნომერმა ბრიტანეთის წინა რეკორდი მაინც ვერ მოხსნა. ნიშანი “25 O” 2014 წელს 800 ათას დოლარად გაიყიდა.

რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, აბუ-დაბელმა შეიხმა მეტალის ფირფიტა ციფრით -„1“ 2008 წელს 14,3 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები