„ალილოს“ წევრს, საბა კემულარიასა და მის მეუღლეს, კესო გაფრინდაშვილს მეორე შვილი შეეძინათ.
წყვილმა შვილს სანდრო დაარქვა.
„დაიბადა სანდრო კემულარია“, – წერს სოციალურ ქსელში საბა.
წყვილს პატარა სანდროს დაბადებას „იმედის კლინიკაც“ ულოცავს.
„სამშობიარო სახლი „იმედის კლინიკა“ ულოცავს ცნობილ ქართველ მომღერალს, ანსამბლ „ალილოს“ წევრს, საბა კემულარიას ვაჟის დაბადებას.
ვუსურვებთ პატარა ანგელოზს ჯანმრთელ, ბედნიერ და ნათელ მომავლით სავსე ცხოვრებას.“- ვკითხულობთ კლინიკის მილოცვაში.
