LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველიას თვალი სიტიმ დაადგა

40

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის კანდიდატთა შორტ-ლისტში შეიყვანა.

გამოცემამ გამოყო ოთხი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ “სიტის” დაცვა მას შემდეგ, რაც კლუბმა ვერ შეძლო “საუთჰემპტონიდან” ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დეიკის შეძენა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ვან დეიკი “სიტის” ინტერესთა სფეროში იყო, მაგრამ ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლა “ლივერპულმა” მოიგო. მან ჰოლანდიელში 84 მილიონი ევრო გადაიხადა.

აი, როგორ დაახასიათა Squawka-მ კვირკველია:

“საქართველო უფრო ცნობილია ტექნიკური მოთამაშეებით, რომლებსაც შეუძლიათ მეტოქის დაცვის გარღვევა და პრობლემების შექმნა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ კვირკველიას სახით, “სიტის” შეუძლია მიიღოს ადამიანი-მთა დაცვის ცენტრში. ის შესანიშნავია ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში.

კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და დაეხმარა “ლოკომოტოვს” სენსაციური ლიდერობის მოპოვებაში. მისი სიმაღლე 196 სანტიმეტრია, ეს კი ნიშნავს, რომ “სიტი” მიიღებს ფეხბურთელს, რომელსაც შეეძლება მეორე სართულზე დომინირება.

ამ სეზონში მან 3 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 26 მატჩი ჩაატარა. ის სულ რაღაც 25 წლისაა და “სიტის” სატრანსფერო ღირებულებითაც აკმაყოფილებს. რჩება ერთი კითხვა – შეძლებს თუ არა პრემიერლიგაზე მორგებას?”

ასევე ბრიტანული ვებგვერდის შორტ-ლისტში შევიდნენ: რაფაელ ვარანი (“რეალი”), ჯონი ევანსი (“ვესტ ბრომვიჩი“) და გარი მაგუაირი (“ლესტერი”).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები