LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობს და ყველა სწრაფია ნაკრებში“ – რას წერს ზაზა კოშკაძე

2747
2024-06-23_01-34-27_947512

მწერალი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ჩეხეთის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ლობჟანიძე/ზივზივაძის გარშემო შექმნილ საუბრებს ეხმაურება:

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობს. ევროზე წამოსვლამდე აი, ასეთი ორი გოლი გაუტანა იმ გუნდს, რომელშიც მესი თამაშობს და მარტომ მოუგო ფაქტობრივად. ამის გამო გამოიყვანა ის სანიოლმა. ის ყველაზე სწრაფია ნაკრებში.

მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო, ვინც წერთ, თქვენ საყვარელ ფეხბურთელს მაინც უყურეთ. ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დაწეოდა ჩაკვეტაძეს, და მაგ დასარტყმელ პოზიციაში დიდი შანსია ვერ აღმოჩენილიყო. სწორედ ამიტომ იყო იქ საბა და არა ბუდუ. საერთოდაც საბა ბუდუს შემცლელი არაა, მიქაუტაძეა ან კვარა.

და ასეთი გოლის გამაზვაზე ცუდი იცით რა არის, როცა წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ და მაინც ჩხუბობ ასე უნდა ყოფილიყოო. შოკში ვარ ისეთებს ვკითხულობ მართლა. დაუშვით ის რომ სანიოლი ავარჯიშებს გუნდს და ყველაზე კარგად მან იცის ვინ რა კონდიციაშია.

შეიძლება სანიოლი შეცდა შეცვლებში, ეგ არავინ იცის, და ვერავინ გაიგებს. მაგრამ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი როგორ მუშაობს. პასუხს აგებს ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება ერმა დააყენოს სასტავი და მერე შედეგზე მწვრთნელმა აგოს პასუხი. ეგრე არ ხდება. ამიტომ, მენეჯერი არის დიქტატორი, რადგან ის თავისი ყველაფრით აგებს შედეგებზე პასუხს.

ისე კი, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გამოსვლა არანაირად არ ითვლება ცუდ გამოსვლად.
„ბუდუ რომ ყოფილიყო მოვიგებდით” ხალხს მინდა ლოყები დაგიჩქმიტოთ, ისეთი საყვარლები ხართ.
რა უკმაყოფილებაა, რა ხდება. ვთამაშობთ ევროზე, ვთამაშობთ რის ტრაკიც გვაქვს იმას და ვაჩვენებთ საკმაოდ კარგ შედეგებს აუტსაიდერის კვალობაზე“, – წერს ზაზა კოშკაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g