ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის რეფორმის თანახმად, ბანკიდან ბანკში გადარიცხვა სამუშაო საათის თუ უქმე დღის მიუხედავად, 10 წამში იქნება შესაძლებელი. საუბარია ბანკიდან ბანკში თუ ბანკის შიდა გადარიცხვებზე. ეროვნული ბანკი ახალ სისტემას ყიდულობს.
მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ტენდერი, რომლითაც სებ-ი პრეტედენტ კომპანიებს საკუთარი სისტემების შეთავაზებისთვის იწვევს. განაცხადის თანახმად საუბარია ტექნიკურ და IT ინფრასტრუქტურაზე, ასევე ტრენინგსა და საგარანტიო მომსახურებაზე, რაც ამ სისტემის დანერგვისთვის არის აუცილებელი.
პროექტის მთლიანი ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს და ის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის ნაწილია.
სებ-ის განმარტებით, მთლიანად რეფორმას სავარაუდოდ 2 წელი დასჭირდება.
წყარო: BM.GE