საქართველო რეგიონში ის ბაზარია, რომელიც ყველაზე უფრო მზარდია საბართე გადახდების სფეროში, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე VISA-ს გენერალურმა დირექტორმა განვითარებადი პროდუქტების და ინოვაციების მიმართულებით დსთ-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანდრეი ალეიკინმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში წარმატებით განხორციელდება Pay way-ების სისტემის დანერგვა.
”ბოლო წლებში საქართველო გახდა რეგიონში ლიდერი, იმით რომ უფრო მეტია წვდომა არაპირდაპირ გადახდებზე. მაგალითად ”თიბისი ბანკმა” თავდაპირველად დანერგა უკონტაქტო სტიკერით გადახდის სისტემა, რომელიც მობილურზე მაგრდება და შესაძლებელი ხდება გადახდა სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში. 2015 წელს კი უკვე ხუთი ბანკი ამ ბარათებს იყენებდა და ეს ტენდენცია მზარდია,” – განაცხადა ანდრეი ალეიკინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარზე გადახდების 34% სწორედ უკონტაქტო ბარათებით ხორციელდება, ხოლო ევროპის ქვეყნები ამ მაჩევენებელს მხოლოდ ოდნავ უსწრებენ.
”ჩვენ ახლა ველოდებით ახალი მიმართულების განვითარებას, ეს არის ნივთების ინტერენეტი. მაგალითად, მაცივარი, ან მანქანა, რომელსაც კავშირი აქვს ინტერნეტთან და ჩვენ უკვე გვექნება საშუალება ამ ნივთების საშუალებით ციფრულად განვახორციელოთ გადახდები, მაგრამ ეს უნდა იყოს უსაფრთხო. ამისთვის შევიმუშავეთ ციფრული გადახდების პლატფორმა, რათა რისკი მინიმუმადე იყოს დაყვანილი” – განაცხადა VISA-ს წარმომადგენელმა.