საბარათე ტრანზაქცია ბაზისბანკის უკონტაქტო სტიკერით – ბაზისბანკის სტიკერის ტერმინალთან მიტანით მომხმარებელი გადახდას 3-ჯერ უფრო სწრაფად შეძლებს.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ბაზისბანკის სტიკერით გადახდა შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც დატანილია უკონტაქტო გადახდის ლოგო.
• ბაზისბანკის სტიკერი მიბმულია ბარათის ანგარიშზე, შესაბამისად, ანგარიშსწორებისას ხდება იმ თანხის გამოყენება, რაც ბარათზეა განთავსებული.
• 24 საათის განმავლობაში პინ კოდის გარეშე შესაძლებელია 10 ცალი 50 ლარამდე ტრანზაქციის განხორციელება. 50 ლარის ზემოთ ყოველ ტრანზაქციაზე საჭიროა პინ კოდი.
როგორ გადაიხადოთ სტიკერის დახმარებით?
• მიამაგრეთ სტიკერი თქვენს სასურველ ნივთს
• მიიტანეთ სტიკერი ტერმინალთან და გადახდა შესრულებულია.
ბაზისბანკის ინფორმაციით, სასურველია სტიკერი ერთხელ მიემაგროს სასურველ ნივთს, რადგან ბევრჯერ სხვადასხვა ნივთზე გადატანამ შესაძლებელია დააზიანოს სტიკერი.