LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშო ფილმი „სად არის პინოქიო“ ეკრანებზე 5 ნოემბრიდან გამოვა

64

Ardaidardo.Geახალი ქართული ფილმი მზის სინათლეს ხვალიდან იხილავს. 5 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში შეგეძლებათ ნახოთ საბავშვო მიუზიკლი სახელწოდებით „სად არის პინოქიო“. ფილმში მონაწილეობენ „მეკო სტუდიის“ მოსწავლეები და გართო საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობები, მათ შორის ლევან ხურცია, ზუკა პაპუაშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი, მომღერლები – თიკა ფაცაცია, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ტელეწამყვანი მიკი ჯეჯელავა და სხვები. მთავარ გმირებს განასახიერებენ გიო და ნატალი გორდაძეები და ლილუ ლიმინი.

 

სცენარს საფუძვლად დაედო ყველასათვის საყვარელი კარლო კოლოდის „პინოქიო“. ფილმის სიუჟეტი მოზარდებისთვის აქტუალურ სხვადასხვა სახის პრობლემას ეძღვნება. აქ კარგადაა გაშლილი მშობლებისა და შვილების, მეგობრების ურთიერთობები, ტყულისა და მართლის თემა. სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომერი, რომლებიც ფილმის მუსიკასთან ერთად კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა შექმნა.

ახალ საბავშვო ფილმს „სად არის პინოქიო?“ „ბიმარკ სტუდიო“ წარადგენს. რეჟისორი  კი  – გვანცა მეფარიშვილია.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები