საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული პოლონელი როქსანა ვეგიელი გახდა. მან სიმღერა Anyone I Want To Be იმღერა. ჯამში, როქსანა ვეგიელმა 215 ქულა მიიღო.
საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი კონკურსზე მე-13 ნომრად გამოვიდა. მან „შენი ხმა“ შეასრულა. ედილაშვილმა კონკურსზე 144 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსმა უმასპინძლა. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გამარჯვებული კონკურსანტი ონლაინ ხმის მიცემის შედეგებისა (50%) და საერთაშორისო ჟიურის შეფასების (50%) საფუძველზე გამოვლინდა.