2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე პირველ დეკემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება.
სიმღერის კონკურსის ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.
13 დეკემბერს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
