LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია”

70

სოცქსელებში საზოგადოების ნაწილი იმ ქართულ ხუთკაციან  ჟიურის სასტიკად აკრიტიკებს, რომელმაც საბავშვო ევროვიზიაზე უმაღლესი 12 ქულა რუსეთის წარმომადგენელს მიანიჭა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, აღნიშნულმა ფაქტმა ზოგიერთებში მოწონებაც დაიმსახურა. მათ შორისაა  “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური, რომელმაც  საბავშვო ევროვიზიის კონკურსის შედეგების გარშემო, სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს სტატუსი მიუძღვნა. მისი თქმით, მსგავსი რეაქციები საქართველოს კომიკურ სიტუაციაში აგდებს,  ასეთი  კომპლექსები კი დამარცხებული საზოგადოების თვისებაა. უძილაურს მიაჩნია, რომ  საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია.

 

საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისში რუსმა გოგონამ მოიგო, რასაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გაბრაზდა რუსი ბავშვის თბილისში გამარჯვებაზე და ჟიურის ქართული ნაწილის მიერ მიცემულ ქულებზე. როგორც ჩანს, ბევრს სურდა თბილისის ევროვიზიაზეც ქართული მხარე მოქცეულიყო ისევე, როგორც ნოემბრის დასაწყისში, თბილისში გამართულ მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ ბავშვებს სულ ოკუპანტები ეძახეს. ასეთი რეაქციებით საქართველო კომიკურ სიტუაციაში ვარდება. ერთსა და იმავე თბილისში რუს ბავშვებს ოკუპანტებს უწოდებენ და იმავე თბილისში რუს ტურისტებს(რომელთაგან კაცმა არ იცის, რამდენს უომია 2008-ში ქართველების წინააღმდეგ) გაბადრული სახეებით ეხვეწებიან, მობრძანდით, ღვინო უფასოდ დაგვიჭაშნიკეთო…
რეალურად, ეს ყველაფერი არც პატრიოტიზმით აიხსნება და არც ბავშვებზე ლაჩრული შეტევებით. მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა.
ამიტომ, საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია. საქართველო ნელნელა მაინც ნორმალური ფსიქიკის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც კონკურსები და შეჯიბრები ნელნელა განყენებული ხდება პოლიტიკისა და ისტორიისგან.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10154840290816193&set=a.115414531192.103572.679616192&type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g