LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლების მქონე ადამიანებმა იხსნა საქართველო ეპიდემიისგან – ბექა ნაცვლიშვილი

486
943824e45eaea3d3ee59fac1bed231e9-XL

„საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლების მქონე ადამიანებმა იხსნა საქართველო ეპიდემიისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სამინისტრომ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად 5 თვიანი სტრატეგიული გეგმა უნდა წარმოადგინოს.

ბექა ნაცვლიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ჯანდაცვა არ შეიძლება საბაზრო პროდუქტი იყოს. არ შეიძლებოდა ჯანდაცვის კომერციალიზაცია. ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც განხორციელდა ამ ქვეყანაში. რა სახით გაიზრდება სახელმწიფო სტილი ჯანდაცვაში ამ ხედვას ველოდები ჯანდაცვის მინისტრისგან.

თუ ეს იქნება მხოლოდ კორონვირუსის მეორე და მესამე ტალღასთან დაკავშირებული ბრძოლის მექანიზმები არაფრის მომცემი არ იქნება. ეს ისედაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რადგან საკმარისი გამოცდილება დააგროვა ამისთვის.

კარგია თუ იქნება წარმოდგენილი მთლიანად ჯანდაცვის, როგორც მეცნიერების განვითარების გეგმა. ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლების მქონე ადამიანებმა იხსნა საქართველო ეპიდემიის დიდი მასშტაბით გავრცელებისგან. იმიტომ რომ იქ სამედიცინო განათლების სისტემა იყო მოწესრიგებული. ჯანდაცვა შეიძლება გახდეს ჩვენი ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი ამ მიმართულებით”,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში სამინისტრო წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების 5 თვიან სტრატეგიულ გეგმას. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები