LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაშვებულია

75
1614198468-154402574-431008534679107-8438557131636261086-n

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის ამ დღეს ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g