გუშინ, საუდის არაბეთში, ერ-რიადში ELIE SAAB-ის გრანდიოზული ღონისძიება, 1001 Seasons of ELIE SAAB გაიმართა. გალა-კონცერტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სცენაზე ისეთი ვარსკვლავები ვიხილეთ, როგორებიც სელინ დიონი და ჯენიფერ ლოპესია.
55 წლის ჯენიფერმა პერფორმანისთვის ვერცხლისფერი კაბა-ბოდე მოირგო, რომელსაც ბეწვის შავი მოსასხამი და ქუდი შეუხამა. რამდენიმე საათის წინ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც მრავალფეროვანი კაბებით პოზირებს.
ფოტო/ვიდეო: რევანშისტული კაბა და საბედისწერო მზერა – ჯეი ლომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა