LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი აპირებს, რომ მოტოციკლეტისტებს, რომლებიც უჩაფხუტოდ დადიან, საწვავი აღარ მიყიდოს

105
საბერძნეთი აპირებს, რომ მოტოციკლეტისტებს, რომლებიც უჩაფხუტოდ დადიან, საწვავი აღარ მიყიდოს

საბერძნეთში სურთ, რომ საწვავი აღარ მისცენ იმ მოტოციკლეტისტებს, რომლებიც ჩაფხუტის გარეშე გადაადგილდებიან. ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ სიახლე გზებზე სასიკვდილო ავარიების რიცხვს შეამცირებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ჯარიმებს იმ სადგურებისთვის, ვინც ასეთ მძღოლებს მოემსახურება. კანონი შემუშავების პროცესშია და მისი მიღება შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის პრეცედენტი გახდეს.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთში ბაიკერთა უმრავლესობა ჩაფხუტის გამოყენების ვალდებულებას ყურადღებას არ აქცევს, რაც სერიოზული შედეგების მიზეზი ხდება. ინიციატივამ საბერძნეთის ბენზინგასამართი სადგურების მეპატრონეთა ფედერაციის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ჯარიმებთან ერთად ის ფაქტიც აწუხებთ, რომ კანონის ასრულებაზე პასუხისმგებლობა თითქოს ბიზნესს აწვება მხრებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები