საბერძნეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. როგორც ქვეყნის ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, საბერძნეთი ტურისტებს უსაფრთხო დღესასწაულს ჰპირდება, ექვსი თვის წინ შემოღებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. კერძოდ, ტურისტებს ქვეყანაში შესვლისას არ მოეთხოვებათ კარანტინის გავლა.
ცნობისთვის, საბერძნეთში შესასვლელად, მოგზაურებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის მოწმობა, ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გადატანილი კორონავირუსის დამადასტურებელი მოწმობა.
