საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე სახლში ილოცონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
სინოდი მორწმუნეებს მიმართავს, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.
„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინსტრუქციებს და არ უნდა აყვნენ მათ, ვინც დაუმორჩილებლობის მოწოდებით გამოდის, რაც არსებულ გარემოში დაუშვებელია, თუნდაც ქრისტიანული რწმენის სახლით“, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.
მორწმუნეებს შეეძლებათ ლოცვას მოუსმინონ ტელევიზიის საშუალებით, ხოლო სააღდგომო ცერემონიისა და საგალობელის შესრულება, ისე, რომ უფლის დიდებული აღდგომა ყველამ იზეიმოს, 26 მაისის ღამეს მოხდება.
სინოდი იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის საფრთხეები უკვე გადავლილი იქნება.