LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის ქალაქებში მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრამდე შეიზღუდება

109
Screenshot 2025-01-09 150640

საბერძნეთში აპირებენ, რომ მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეზღუდონ. შესაბამისი შესწორება საგზაო კოდექსში უკვე შეიტანეს და ამჟამად განხილვის პროცესშია, წერს ekathimerini.com.

მოსალოდნელია, რომ შეზღუდვა შეეხება თითქმის ყველა ქუჩას, თუმცა მთავარ გზებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მერია მიიღებს.

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სიჩქარის საათში 50-დან 30 კილომეტრამდე შემცირება ქვეითთა დაღუპვის რისკს 85%-დან 10%-მდე შეამცირებს. როცა მანქანები უფრო დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან, მძღოლები უკეთ რეაგირებენ იმ ქვეითებისა თუ ველოსიპედისტების დანახვისას, რომლებიც გზაზე შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდნენ.

2023 წელს საბერძნეთის გზებზე მომხდარ 621 უბედურ შემთხვევას შორის ნახევარი ქალაქებში მოხდა და ყველაზე მეტად ქვეითები და მოტოციკლისტები დაზარალდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ბევრ სხვა ევროპულ ქალაქში, მაგალითად – ამსტერდამში, სოფიაში, პარიზსა და ბრიუსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები