LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმების გამო გადადგა

panos-kammenos

მაკედონიასთან ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო, საბერძნეთის მმართველი კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი. მისი განცხადებით, მთავრობის შემადგენლობას მისი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც დატოვებენ.

პანოს კამენოსის თქმით, მეზობელი ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა მაკედონიის დარჩენას მისი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა მომავალ კვირაში მთავრობის ნდობის საკითხზე პარლამენტში კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.

საბერძნეთმა და მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელსაც იუგოსლავდიიდან გამოყოფის შემდეგ, 27 წელია, მაკედონია ჰქვია, სახელის შესახებ შეთანხმებას 2018 წლის ზაფხულში მიაღწიეს. სახელმწიფოს მაკედონიის ნაცვლად, მომავალში უწოდებენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას (მაკედონიურად ჟღერს როგორც Severna Makedonija). სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g