LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა

62
BeFunky-collage (2)

რუსეთის მოქალაქეები 27 ივნისიდან საბერძნეთის ვიზაზე განაცხადის შეტანას ვეღარ შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში საბერძნეთის საკონსულოებმა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეწყვიტეს. მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ, თუმცა ვიზების გაცემის პროცესის აღდგენის ვადებს არ ასახელებენ.

საკონსულოებში განმარტავენ, რომ სავიზო ცენტრები ღიაა კონსულტაციებისთვის და 24 ივნისამდე მიღებული განაცხადების საფუძველზე პასპორტების გაცემა გაგრძელდება.

ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა. მათ შორის, ბულგარეთმა და ესპანეთმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g