LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული აუცრელი პირები ყოველთვიურად 100 ევროთი დაჯარიმდებიან

394
1

საბერძნეთში 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დღეს განაცხადა.

ხელისუფლება 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობით ჯარიმას დააკისრებს. 

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს არის მკვეთრი ნაბიჯი ქვეყნისთვის, რომელიც კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდას ებრძვის, განსაკუთრებით კი სადღესასწაულო სეზონის წინ, მაშინ როდესაც ვირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” ვრცელდება.

“16 იანვრიდან, მათ, ვინც უარს იტყვის ვაქცინაციაზე, ყოველთვიურად 100 ევრო ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ეს არ არის სასჯელი, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჯანმრთელობის საფასური.” – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ჯარიმებით შეგროვებული თანხა საბერძნეთის იმ საავადმყოფოებს გადაეცემა, რომლებიც პანდემიას ებრძვის.

მსოფლიო ვაქცინაციის რუკის მიხედვით, საბერძნეთში, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონზე მეტს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის 61.4%.

მედიის ცნობით, 60 წელს ზემოთ მყოფ 520 000 ადამიანს კოვიდვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

პოპულარულები