ბერძნულ ქალაქ პირეოსში დაამონტაჟეს მრავალფუნქციური „ჭკვიანი“ სკამი, რომელსაც ენერგიის თავისი წყარო აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
სკამს შეუძლია, რომ მზისგან მიღებული ენერგიით ელექტრონული მოწყობილობები დამუხტოს და უფასო WI-Fi-ით უზრუნველყოს ყველა გამვლელი. სმარტფონის დასამუხტად სკამზე ერთდროულად 8 წყაროა დატანილი.
გარდა ამისა, სკამი აღჭურვილია ეკრანით, სადაც ქალაქის შესახებ სიახლეების და ამინდის პროგნოზის გაგებაა შესაძლებელი.
ევროპულ ქალაქებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ქუჩის უჩვეულო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, კატოვიცეში (პოლონეთში) გაჩნდა ახალი დასასვენებელი ადგილი, სადაც ყველა სკამი თუ მაგიდა ძველი ტანსაცმლისგანაა დამზადებული. ამსტერდამში კი 3D პრინტერზე დაბეჭდილი სკამი გამოჩნდა.