LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში დრონის საშუალებით შორ მანძილზე მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს

76
1

საბერძნეთში უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) შორეულ რეგიონებში მედიკამენტების მიწოდება გამოსცადეს.

დრონმა იზოლირებულ რეგიონში, 200-კაციან სოფელში პეპარატები ეკოლოგიურად და უსაფრთხოდ მიიტანა.

ამასთან, საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ ტრიკალადან ლეპტოკარიამდე იფრინა და 3 კილომეტრი დაფარა. პრეპარატების გადაცემის დროს კი ორ ლოკაციაზე დაეშვა.

“ფარმაცევტმა წამალი დრონის სათავსოდან ამოიღო და ის კვლავ აფრინდა.

ტექნოლოგიას შეუძლია რეალური დახმარება იმ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც დღეს გვაქვს. დღეს ჩვენ წამლები გადავიტანეთ ახლომდებარე ადგილზე, ხვალ კი ეს მიღწევა შესაძლოა გამოვიყენოთ საგანგებო სიტუაციების დროს”, – განაცხადა ტრიკალას მერმა დიმიტრის პაპასტერგიუმ.

პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს და მისი მთავარი მიზანი ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა და რესურსების რაციონალური გადანაწილებაა.

დრონების პროგრამა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, იზოლირებული სოფლებისა და საგანგებო ვითარებაში მყოფი პირების დახმარებას.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, დრონების საშუალებით მედიკამენტებით მომარაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდპანდემიის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g