საქართველოს მთავრობამ გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი 5 ბავშვის ოჯახს ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, 10 000 ლარი გამოყო.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და 8 იანვრით არის დათარიღებული.
„ჩვენი კომპანიის ნაბიჯი, შეეძინა საცხოვრებელი სახლი დაღუპული ბავშვების მშობლებისთვის, იმედის და თანადგომის აქტია მხოლოდ“ – საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს ბინის შესაძენი თანხა გადასცეს
არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა.
როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, 10 000 ლარს ვიტალი ჭოლარიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.
ცნობისთვის, ტრაგედია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში, 5 იანვარს მოხდა და 5 არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.