უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ხმალაძე, წერს ბიოფსიის პასუხების მიხედვით, ექიმებმა სიმსივნე არ დაუდგინეს, თუმცა მას ყოველ ერთ წელში კონტროლი ესაჭიროება.
„საბოლოო პასუხი დღეისთვის. 3-კვირიანმა მკურნალობამ შედეგი გვანახა. ჩაქრა ანთება და გამოჩნდა ყველაფერი. ყოველ ერთ წელში კონტროლი, ეს არის ექიმის დანიშნულება არანაირი სიმსივნე ან მაგდაგვარი. საყურადღებოა მაგრამ ყველაფერი მაგრად არის,“ – წერს ნადიმ ხმალაძე.
ცნობისთვის, მანამდე ნადიმ ხმალაძე წერდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბიოფსიის პასუხს ელოდებოდა.