გასულ თვეს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს 50 წლის ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს ფრანგ მსახიობთან, 42 წლის ლუი გარელთან. აღსანიშნავია, რომ მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა ახალ ფილმში, „კუტიური“.
წყვილის შესაძლო რომანის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა, წყაროს ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ფრანგი მსახიობი, მიუხედავად გავრცელებული ხმაურიანი ჭორებისა, ერთად არ არიან და მათ შორის არანაირი სასიყვარულო კავშირი არ არის.
მსახიობების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია და დააზუსტეს, რომ ჯოლი და გარელი მხოლოდ კოლეგები არიან.
„ორივე მხარე ფოკუსირებულია საკუთარ კარიერასა და მიმდინარე პროექტებზე, ხოლო გავრცელებული ჭორები მხოლოდ ონლაინ სპეკულაციების ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეო: „ის ნამდვილი დედოფალია, როდესაც ქიმია არსებობს…“ – ლუი გარელი ანჯელინა ჯოლიზე ალაპარაკდა

