„საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება“, თუმცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიზეზი სტრასბურგის გადაწყვეტილებაა.
„სააკაშვილის გამოჯანმრთელებას შეიძლება ჰქონდეს ორი თეორიული მიზეზი – ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება.
მგონია, რომ მიზეზი არის სტრასბურგის გადაწყვეტილება. იყო 600-დღიანი პოლიტიკური კამპანია, უმტკიცებდნენ საზოგადოებას და ბევრი დააჯერეს კიდეს, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა.
„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი - ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე
ნადირაძის თქმით, სანამ საკაშვილის გათავისუფლების გარანტია არ დაიდება, არ ჰგონია, რომ მას სურვილი ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდეს.
თან კვდებოდა ხან წამებით, ხან მოწამვლით და ა.შ. უცებ ეს ადამიანი ხდება ჩვეულებრივად ჯანმრთელი.
ეს რა თქმა უნდა, იყო ცარიელი სიმულაცია, ცარიელი სპეკულაცია. 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. ეს უბრალოდ სირცხვილია.
როდესაც საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვა და იმ ადამიანებმაც კი, ვისაც ამის სჯეროდა გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.