LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერი ,,გრემიზე” იმღერებს

109
photo-collage.png

1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელესში, ,,გრემის 68-ე დაჯილდოება” გაიმართება. შოუს ზედიზედ მეექვსედ, ტრევორ ნოა გაუძღვება.

ტრევორ ნოა ,,გრემის” დაჯილდოებას უკანასკნელად წაიყვანს

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ცერემონიაზე პერფორმერთა სრულ სიას უახლოეს დღეებში წარადგენს, იქამდე კი მათგან პირველი ახლახან დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ საღამოზე საბრინა კარპენტერის პერფორმანსს ვიხილავთ. ამავდროულად, ის წლევანდელი ,,გრემის” ექვსგზის ნომინანტია.

შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის ფონზე, არტისტის დებიუტი დაჯილდოების მთავარ სცენაზე შარშან ჰიტების – Espresso და Please Please Please შესრულებით შედგა. გასულ წელს კარპენტერი დაჯილდოების ნომინანტთა და გამარჯვებულთა შორისაც პირველად მოხვდა.

საბრინა კარპენტერის თვალწარმტაცი ლუქები, პირველი მნიშვნელოვანი აღიარება და პერფორმანსი ,,გრემიზე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები