კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიღმის ველზე გამავალ 1000 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორცილებს, რაც მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. ამჟამად, კომპანია მოსამზადებელ სამუშაოების ატარებს, მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ღამის 11 საათიდან დაიწყება.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან ხვალ, 9 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
- დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს