LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

112
dapirispir-ezgif.com-crop

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი დუმბაძე ამბობს, საოლქო კომისიასთან იმისათვის მივიდნენ, რომ კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ არჩევნების შედეგები.

ძლივს შევედით მიუხედავად იმისა, რომ ამის ლეგიტიმური უფლება გვქონდა. არც უბნის თავმჯდომარეს და არც სხვა წარმომდგენელს განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება არ მისცეს. ამაზე ჩვენ პროტესტი და კითხვები გაგვიჩნდა, რაზეც ბესო ლაჩაშვილს ჰქონდა ერთი პასუხი და ეს იყო დაცვის დაძახება და ჩვენი გაძევება საარჩევნო ოლქიდან. ეს არ არის პროცესი, ეს არის ფიქცია, რომელიც ემსახურება ერთ რამეს- არჩევნების გაყალბების შელამაზებას.

სხდომა დასრულებული არ არის, თავმჯდომარე უარს ამბობს ხელის მოწერაზე განსხვავებული აზრის დაფიქსირების გარეშე. განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალებას ისინი თავმჯდომარეს არ აძლევენ”, – განაცხადა გიორგი დუმბაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობს , შესვლის საშუალებას არ აძლევს.

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g