საბურთალოს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტალის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტალის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, დიდი დიღომი III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, შარტავას, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, მარკო პოლოს, ოსკარ შმერლინგის, შაქარიშვილის, სერგი ცხაკაიას, გიორგი გეხტმანის, ალექსანდრე ჯავახიშვილის და ჭანდრის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.