LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცალო ვაჭრობის გიგანტი კომპანია აუცრელ თანამშრომლებს თვითიზოლაციის დროს გაცდენილ სამუშაო დღეებს არ აუნაზღაურებს

196
a63ac8cab3325c1f60876a27bdc979e1

ავეჯისა და სახლის აქსესუარების შვედური ბრენდი IKEA, რომელიც უკვე ათეულობით წლებია მსოფლიო ბაზრის ლიდერია,  იმ აუცრელ თანამშრომლებს, რომლებსაც კორონავირუსის გამო თვითიზოლაცია სჭირდებათ, თვითიზოლაციის გამო გაცდენის ანაზღაურებას შეუმცირებს.

BBC -ის ცნობით,სიახლე ძალაში უკვე მომდევნო კვირიდან შევა, თუმცა გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-ში აუცრელი თანამშრომლების სახელფასო დანამატების შემცირება Wessex Water-სა და სხვა კომპანიებში უკვე დაიწყო.

რაც შეეხება IKEA-ს გადაწყვეტილებას, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს „ემოციური გადაწყვეტილებაა“, თუმცა ამასათანვე მიუთითებენ, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი მხოლოდ ისეთი თანამშრომლები იქნებიან, რომელთა აცრაც, სამედიცინო დასკვნით, ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით არ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები