LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭესთან მესიჯობის გამო მომხდარი ავარია და სარჩელი Apple-ის წინააღმდეგ

42

ამერიკელმა ხულიო სეხამ კომპანია Apple-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ავარიაში იმის გამო მოყვა, რომ მძღოლი, რომელიც მას დაეჯახა, საჭესთან მესიჯს წერდა.

სეხის სარჩელში ნათქვამია, რომ Apple-ს შეეძლო მომხდარის აღმოფხვრა, რადგან ჯერ კიდევ 2008 წელს განაცხადა შესაბამისი ტექნოლოგიის პატენტის რეგისტრაციის შესახებ. საუბარია ტელეფონის დროებით დაბლოკვაზე მაშინ, როდესაც აღმოაჩენს, რომ ავტომობილი მოძრაობაში იმყოფება. 2014 წელს პატენტი დარეგისტრირდა, თუმცა, ტექნოლოგია რეალიზებული დღემდე არ არის.

ახლა ხულიო სეხა Apple-სგან ითხოვს ”აიფონების” გაყიდვა შეჩერდეს, სანამ აღნიშნული ფუნქცია არ დაინერგება.

როგორც “ავტონიუსი” წერს, 2014 წელს ამერიკის გზებზე სამი ათასი ავარია მოხდა სასიკვდილო შედეგით და მათგან 13%-ის შემთხვევაში საჭესთან ტელეფონის გამოყენება ფიგურირებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები