LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

151
2025-02-04_22-21-30_843983

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს, კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს.

მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები, შესაბამისად, საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში.

„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა – რა თქმა უნდა იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს”, – აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან“.

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„მიუღებელია, რომ ადამიანი ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა… მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს… მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს… მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ“ – ნინო ზამბახიძე

„მზია ამაღლობელი გმირია ჩემს თვალში, ასეთ ქალებზე დგას საქართველო“ – თამრიკო ჭოხონელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g