LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ – გუგული მაღრაძე

98

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციების მომხრეა. როგორც მან TV პირველის ეთერში,  გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, ის სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შემაცირებდა.

“მე ვფქირობ, რომ უნდა დავიწყოთ და მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ რეგულაციებში “ობესიტის” იგივე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ, უნდა ვიფიქროთ, თუ  რა უნდა გაკეთდეს. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. სკოლის მოსწავლეებში ჭარბწონიანობა უკვე არსებობს,უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, საერთოდ ტკბილ ნაწარმზე როგორი უნდა იყოს ფასი და ა.შ. მე არ მინდა დავაშინო მოსახლეობა, მაგრამ რაღაც რეგულაციები არის საჭირო, იმიტომ, რომ ეს იწვევს გამოუსწორებელ ზიანს ჯანმრთელობისთვის,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, გუგული მაღრაძე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ინიციატორია, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა  მთელ რიგ დაწესებულებებში იკრძალება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g