LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა თუ არა მექანიკურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა?

162

გადაცემას „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, ავტომატური გადაცემათა კოლოფების სპეციალისტი დავით ლობჟანიძე ესტუმრა.

რაც უფრო თანამედროვეა გადაცემათა კოლოფი, მით უფრო მეტი გადაცემაა და ელექტროობაც უფრო მეტია… თუმცა, მე ვიცი, რომ ასეთი კოლოფების რესურსი საგრძნობლად შემცირდა…

დიახ, იგივე მოცულობაში, სადაც ოთხი სიჩქარე იყო მოთავსებული, ახლა 8-10 სიჩქარე ჩააყენეს, გაართულეს მართვა. მართალია ელექტრონიკა მართავს, მაგრამ მალე ზიანდება და მწყობრიდან გამოდის. ხშირად არის საჭირო სითხის ცვლა, რადგან მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს.

ვარიატორის რემონტი თუ ხერხდება?

კი ხერხდება. თუმცა, მთავარი ცვეთადი დეტალი ვარიატორში არის ღვედი, ის ახალი არ იშოვება ქალაქში და გიწევს მეორადი ნაწილით გააკეთო და ეს ნიშნავს, რომ ხარისხიანად არ კეთდება. მწარმოებლები მთლიან კომპლექტს ყიდიან, რომელიც მანქანის ფასი ღირს. როდესაც ავტომობილში 300 დოლარი გაქვს გადახდილი და ნაწილი 1 500 დოლარი ღირს, უკვე მისი შეძენა აღარ უღირს მძღოლს.

ბევრ თანამედროვე ავტომობილზე აყენია ვარიატორები, ბევრი მათგანი შემოდის საქართველოში, ხშირად მინახავს, რომ ვარიატორში ჩვეულებრივი ATF ჩაასხეს…

კოლოფის ზეთს ბევრი დანამატი აქვს, რომელიც აგრილებს და ა.შ. სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა ზეთი სჭირდება, რადგან კოლოფის დეტალებს სხვადასხვა ლითონისგან აკეთებს. ყველა მწარმოებელს თავისი ინსტრუქცია აქვს.

ასევე, ხშირია რობოტიზირებული კოლოფები…

როდესაც ზიანდება, ძალიან ძვირია მისი შეკეთება. ის ფაქტიურად მექანიკური კოლოფია, მას მოხმარებაც სხვანაირი უნდა. ბევრს ვეუბნები, რომ აღმართზე, საცობში გაზით თუ მიდიან, სრიალებს მანქანა და კოლოფი იწვება. ატარეთ ისე, როგორც მექანიკა. თუ საცობში დიდხანს გიწევთ, უმჯობესია ნეიტრალურში გადმოიტანოთ. უფრო ეკონომიურია, ვიდრე ავტომატიკა. ეს იყო მწარმოებლების მიერ გამოგონილი ხრიკი, რომ ავტომობილის თვითღირებულება ნაკლები გამოსულიყო, მომხმარებელს კი ეუბნებიან, რომ ყიდიან ავტომატიკას. თუ აპირებთ ავტომობილის შეძენას, აუცილებლად გაარკვიეთ რა ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს მას. თუ სველი „სცეპლენიით“ არის კოლოფი, 50 000-ზე ზეთის გამოცვლა სჭირდება. შესაძლოა ერთი და იგივე ბრენდის გადაცემათა კოლოფი სხვადასხვა მარკის ავტომობილზე იყოს, მაგრამ ზეთის გამოცვლის ინტერვალები სხვადასხვა იყოს. ეს დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე, სხვადასხვაა ხოლმე გაგრილების სისტემა.

მსმენელი: – ნათესავს ვაყიდინე 1994 წელს „პასატი“. როდესაც დილას ქოქავენ, ცივზე უკანა სვლა არის, ცხელზე კი უკან აღარ მიდის…

მექანიკური დაზიანება აქვს კოლოფს, შეიძლება წნევა ვარდება. მაგ მოდელს დიაგნოსტიკა არ უკეთდება, ძველია. ნაწილების პრობლემა აქვს, გამოსაწერი გახდება… უმჯობესია თუ კოლოფის შეცვლას გადაწყვეტთ, მექანიკური დაყენოთ.

მსმენელი: – „ტოიოტა ქემრის“ ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ?

ვარიატორით არ გირჩევთ, გირჩევთ ელექტრონული მართვის მქონე გადაცემათა კოლოფს, ბევრად გამძლეა. 2011 წლის შემდეგ. ძველი ჰიბრიდის ყიდვა რა თქმა უნდა არ ღირს, ელემენტები უკვე გამოსაცვლელი ექნება. იმუშავებს შიდა წვის ძრავზე და ბევრს დაწვავს. თუ გაზის სისტემას სწორად დაამონტაჟებთ, კარგად იმუშავებს, მითუმეტეს თხევად გაზზე.

მსმენელი: – მყავს „მერსედეს CLK 208. თუ არის შესაძლებელი 5.0 ძრავისა და მექანიკური კოლოფის დაყენება?

დიახ, შესაძლებელია, თუმცა მარტივი არ არის. რამდენად ღირს, ეს უნდა მოიფიქროთ. კარგი სპეციალისტის მოძებნა გჭირდებათ.

მსმენელი:მყავს 1999 წლის მეხუთე სერიის BMW 2.5 ძრავითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. გაჩერებისას ტიპტრონიკში გადმომაქვს და ვაგდებ პირველში, იმიტომ, რომ მეორე სიჩქარეს იმახსოვრებს…

ელექტროობის პრობლემაა. მობრძანდით და გავტესტავ.

მსმენელი: – მყავს „მაზდა 626“. დიაგნოსტიკაზე მიწერს დროსელის პრობლემას. რამდენჯერაც შევცვალე, სულ ბრუნებს ათამაშებს, გადაკეთებულია მექანიკაზე…

შესაძლოა ამის ბრალიც იყოს, როდესაც ინფორმაციას სწორად ვერ იღებს. საჭიროა დიაგნოსტიკა, უნდა გადამოწმდეს ელექტროობა. კარგი სპეციალისტი უნდა მოძებნოთ, ვისაც „მაზდა“ კარგად ესმის.

მსმენელი:მყავს „მიცუბიში პაჯერო“, GDI ძრავით, რომელიც დახლოებით ხუთი თვის წინ ბუნებრივ გაზზე გადავიყვანე, ამბობენ, რომ თხევადი გაზი უკეთესია…

GDI ძრავზე გაზის სისტემის დაყენება საერთოდ არ არის რეკომედირებული და ახლავე აგიხსნით რატომ. ძრავის მფრქვევანები შეწეულია შიგნით, ცილინდრებში, ის მუშაობს მაღალ წნევაზე და საწვავის შეფრქვევითვე გრილდება. გაზი წვის კამერაში ცალკე ფრქვევანებით შედის და ტემპერატურა ინჟექტორებს აზიანებს, დროთა განმავლობაში შეიძლება ბენზინზე საერთოდ აღარ დაიქოქოს.

მსმენელი: – ზეთის შეცვლა თუ სჭირდება მექანიკურ გადაცემათა კოლოფს?

აუცილებლად, უბრალოდ ინტერვალია დიდი. თუ ავტომატურ გადაცემტა კოლოფში 80 000-ზე იცვლება, მექანიკურ კოლოფში 120 000 კილომეტრზე. აუცილებელია ის ზეთი, რომელიც მწარმოებელს აქვს მითითებული.

დავით, შენი კოორდინატები გვითხარი…

ვმუშაობთ თემქაზე, რესტორან „პრაიმის“ უკანა მხარეს.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები