17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „საჩუქარი“ უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება, სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური წარმოდგენები იხილოს, დაინტერესებული პირები კი შეხვდებიან ცნობილ რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრის კრიტიკოსებს. ფესტივალის სტუმრები იქნებიან საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი.
„საჩუქრის“ ფარგლებში ასევე გაიმართება სიმონ მაჩაბლისა და ნატალია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენები. იტალიის საელჩოსა და ფლორენციის ფესტივალის „ინტერსითის“ ორგანიზებით, მოდერატორი მიქელე პანელა იტალიური თეატრის შესახებ ისაუბრებს.
„საჩუქარი“ 17 ოქტომბერს, საღამოს ექვს საათზე, „გარდენ ბარში“ გაიხსნება. ამავე დღეს, 10:00 საათზე, „საჩუქარი 2014“-ის ლაურეატები გამოვლინდებიან, რომელთა შორის არიან დავით დოიაშვილი, მარინა ჯანაშია, გია ყანჩელი, ნანა ფაჩუაშვილი, საშა ვალცი, ნანი ჩიქვინიძე.