LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები, რომლებიც ცეცხლოვან მაიმუნის წელიწადში წარმატებას მოგვიტანს

105

აქტიური და მოუსვენარი მაიმუნი გვპირდება, რომ დამდეგი წელი მდიდარი იქნება მოვლენებით, ამიტომ ახლობლებისთვის საჩუქრებიც ისე უნდა შეარჩიოთ, რომ 2016 წელი ყოველმხრივ წარმატებული გახდეს.

 

ცეცხლის სტიქია

რადგან 2016 წელი არა ჩვეულებრივი, არამედ ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადია, ამიტომ საჩუქრებიც ცეცხლის სტიქიას უნდა უკავშირდებოდეს. სუვენირული სანთლები სხვა დროისთვის შეინახეთ, წითელი სასანთლე, არომატული ლამფა, ძვირფასი სანთებელა ან ელექტრობუხარი, კი, ზუსტად ისაა, რაც მაიმუნს ჭირდება.

719d9fc014da7923f01c3e4722885058_cropped_612x408

წითელი ფერი

მთავარი ის კი არაა, რომ მაიმუნს კაშკაშა ფერები უყვარს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ წითელი ფერი დამდეგ წელიწადს ორმაგი წარმატებისა და სიმდიდრის მოზიდვის ასპროცენტიანი გარანტიაა. აჩუქეთ და ითხოვეთ საჩუქრად წითელი ფერის აქსესუარები, იქნება ეს წითელი ტყავის საფულე თუ ალისფერი შარფი, ბორდოსფერი ლოგინის თეთრეული თუ სამკაული ლალისა და ძოწის თვლებით.

3db8db97a4e8d474acb8a031dca949f0

სათამაშო პროგრამა

მაიმუნს სულ თამაში და გართობა უნდა, ამიტომ საჩუქრებიც მისი ხასიათის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. კარგი საჩუქარი იქნება ბილეთი მხიარულ შოუსა ან საცირკო წარმოდგენაზე, ახალი კომედიის ან მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერაზე. წარმატებას მოიზიდავენ სამაგიდო და აზარტული თამაშებიც, თუმცა არ დაგავიწყდეთ ზომიერების დაცვა.

79e228fe91468cb668b62e31a2061d73

სიბრძნის სიმბოლო

ჩინეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეში მაიმუნი სიბრძნის სიმბოლოა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აჩუქოთ ახლობლებს ყველაფერი, რაც დაეხმარება მათ შეიძინონ ცოდნა, გახდნენ უფრო საზრიანი და გონებამახვილი – წიგნები და ენციკლოპედიები, სხვადსხვა ტიპის სახელმძღვანელოები და უცხო ენის კურსების სერთიფიკატი, ან თუნდაც მიკროსკოპი თავისი პრეპარატების ნაკრებით – საუკეთესო საჩუქარი იქნება მაიმუნის წელიდში.

15191980bd49a6a5901e53b673fe2767_cropped_612x459

კარგი გემო

მართალია ყველა მაიმუნი არაა თავგადაკლული ვეგეტარიანელი, მაგრამ მათ მაინც ძალიან უყვართ ხილი. გაითვალისწინეთ და ახლობლებს ხილით დატვირთული კალათები უსახსოვრეთ. შეგიძლიათ პარფიუმერიის მაღაზიებშიც შეიაროთ და ხილის გამოკვეთილი არომატის სუნამოები შეიძინოთ. თუ თქვენს სახლში ციტრუსების და მარწყვის სუნი იტრიალებს, მაშინ მაიმუნიც სიამოვნებით გაატარებს ამ წელიწადს თქვენთან ერთად.

af609971a4a4655be0fdfc5adea595a6_cropped_612x423

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g