LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობში გაჭედილმა ქალმა მანქანაში იმშობიარა

98
woman-birth-tesla-traffic-jam-03

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ქალმა პირდაპირ შუა საცობში, ძვირადღირებულ „ტესლაში“ იმშობიარა.

გამოცემა New York Post-ის ინფორმაციით, ორსული მეუღლესთან ერთად „ტესლას“ ელექტროქარით სამშობიაროსკენ მიემართებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ მოასწრო.

მომავალი მამა ავტომობილიდან გადმოვიდა და დახმარება ითხოვა. შექმნილი სიტუაციის შესახებ იქვე მყოფმა პოლიციელებმა შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მომავალი მშობლები კლინიკამდე ესკორტით მიეყვანათ.

თუმცა, რამდენიმე წუთში წყვილის ავტომობილი გაჩერდა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა.

დედა და ახალშობილი დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები