LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია მაღაზიაში STEFANIA

91

მაღაზია STEFANIA  მომხმარებელს საცურაო კოსტიუმების ახალ კოლექციას სთავაზობს. როგორც მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა პუსკაროვამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, ეს საცურაო კოსტიუმების მხოლოდ ერთი ნაწილია, მაღაზია, უახლოეს მომავალში, ახალი კოლექციის მეორე ნაწილსაც მიიღებს.

”ჩვენს მაღაზიაში საცურაო კოსტიუმების მრავალფეროვანი არჩევანია. ფერად და ყვავილებიან მოდელებთან ერთად, გვაქვს სხვადასხვა დიზაინის კლასიკური მოდელებიც”, – აღნიშნა პუსკაროვამ.

მისივე ინფორმაციით, საცურაო კოსტიუმების ფასი 60 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე აღწევს. STEFANIA-ში მისულ მომხმარებელს, საცურაო კოსტიუმების გარდა, პარეოებისა და საზგვაო სარაფნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.

”მსურველებს 50, 70, და 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათებსაც ვთავაზობთ, რომლის გამოყენების ვადაც შეზღუდული არ არის”, – განაცხადა პუსკაროვამ.

მაღაზია  STEFANIA ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში მდებარეობს. ივნისის დასაწყისში კი STEFANIA-ს ახალი მაღაზიის გახსნა პეკინის 17 ნომერში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები