მომღერალი მარკუს მეტრეველი ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს კითხვით მიმართავს:
„დღის ამბები‼️
მამამ შვილი გააუპატიურა
ბათუმში მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა
გუშინ, ბაბუამ შვილიშვილი
შვილიშვილმა მოხუცი ბებია და ასე შემდეგ‼️ ვეღარ ჩამოვთვლი ამ საშინელებებს
ძალიან მაინტერესებს ამ ანომალიური შემთხვევების დროს, სად არიან ის კუნთმაგარი „ტიპები“, რომლებიც ერთმანეთზე, ზურგზე შემომჯდრები, გულზე ჯვარ აკრული დასდევენ ე.წ მათთვის მიუღებელ არატრადიციულ ორიენტაციებს?!
ვსვამ შეკითხვას, ეს მართლაც ანომალიური მოვლენა, თქვენთვის ტრადიციულია და მიღებული?
სად ხართ? რატომ არ აპროტესტებთ? ძალადობა , ამორალურობა და ინცესტი, ნუთუ პროტესტს არ იწვევს თქვენში?,“ – წერს მარკუს მეტრეველი.