LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის ჩემი ოქრო?! – ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს – გიგი უგულავა

1283
BeFunky-collage (13)

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილის დალოცვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სად არის ჩემი ოქრო?! – ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს. მას 2003 წლამდე და შემდგომ არაერთხელ დაუდანაშაულებია აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე (სამების ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი) და მთლიანად საპატრიარქო სამების ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი. ბუნებრივია თქვენი უფლებაა მადლობა გადაუხადოთ ყველა ქტიტორს, მაგრამ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად სჩანს დედა ეკლესიისთვის. ასეთ ვითარებაში თუ ხმას არ ვიმაღლებთ, ოქროდ დაფასებული დუმილი სჯობს“, – წერს უგულავა.

შეგახსენებთ, ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა. პატრიარქმა ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ის ადამიანები გაიხსენა, ვინც წვლილი შეიტანა სამების ტაძრის მშენებლობაში. ილია მეორემ დალოცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სამების ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული შემომწირველი.

ილია მეორე: მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g