ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული საგზაო მოძრაობა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეშია. საავტომობილო GPS-ების მწარმოებელმა კომპანია Tomtom-მა ტრანსპორტის მოძრაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შეისწავლა და კატოვიცემ საცობების ნაკლებობის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა.
მოწესრიგებულ ქალაქთა რეიტინგში პოლონური ქალაქის გარდა, ასევე უნგრეთი – ბუდაპეშტიც მოხვდა. ხოლო, რაც შეეხება საცობებით სავსე ქალაქს, ამ შემთხვევაში ლიდერ პოზიციებს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი და მექსიკის დედაქალაქი მეხიკო იკავებენ.