LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰაერს სპეციალური ფილტრებით გაასუფთავებენ

45
antibacterial

პოლონეთის ავტობუსებში ჰაერის გასაწმენდი ფილტრების დატესტვა დაიწყეს. უახლესი ტექნოლოგიის გამოცდას ქალაქ ლოძის საზოგადობრივ ტრანსპორტში აპირებენ.

ავტობუსებში დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, ალერგენებისა და სხვა საშიში ნივთიერებებისგან გაწმენდს.

ფილტრებს ავტობუსში ჰაერის გასუფთავება დაახლოებოთ 6 წუთში შეუძლია – ეს კი ერთი გაჩერებიდან მეორემდე გადასაადგილებლად საშუალო დროა. ღამის განმავლობაში მოწყობილობას ჩართულს დატოვებენ და ამ დროს ტრანსპორტში ჰაერი სრულად გაიწმინდება.

ფილტრები – პოლონელმა მკვლევარებმა კომპანია STER Group–თან თანამშრომლობით შექმნეს. მათ მიკრობების შთანთქმა მაღალი ტექნოლოგიების დამსახურებით შეუძლიათ და ეფექტურობა თითქმის 99%–ითაა დამტკიცებული.

ახალი მოწყობილობის დატესტვა 3 თვის განმავლობაში იგეგმება და მთელი ეს პერიოდი მეცნიერები მის მუშაობას დეტალურად შეისწავლინ. აიღებენ ჰაერის ნიმუშებს და ბაქტერიების რაოდენობას გამოიკვლევენ. გარდა ამისა, იგეგმება მგზავრების გამოკითხვაც. თუკი ფილტრების სარგებლიანობა დამტკიცდება და ადგილობრივების მოწონებასაც დაიმსახურებს, სიახლე სხვა პოლონურ ქალაქებშიც გავრცელდება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, ფილტრაცია არამხოლოდ Covid19–ის პერიოდში იქნება საჭირო, არამედ გრიპების სეზონის დროსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები