LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის მოთავსებული, ე.წ. სასიცოცხლო წერტილები – სუ ჯოკ თერაპევტი ტარიელ ბიბილური

537
cagareli-nswsshabatis-shuadge

17 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ბატონმა მიხეილმა სუ ჯოკ თერაპიის ოსტატს ტარიელ ბიბილურს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად ისაუბრა აუტოტრენინგის მეტად სასარგებლო მეთოდებზე.

– თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აუტოტრენინგი. საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს თვითშთაგონების პრაქტიკა?

– გეთანხმებით, აუტოტრენინგი, იგივე თვითშთაგონება დღეს მართლაც ძალიან აქტუალურია, თუმცა ბევრისთვის გაუგებარია მისი საკმაოდ მარტივი წესები. მაგალითად, აუტოგენური ვარჯიშისას (ანუ სუგესტიური სეანსის დროს) მიუღებელია საკუთარი თავისთვის უარყოფითი სიტყვების შთაგონება, არ შეიძლება თქმა „სიგარეტს არ ვეწევი“, უმჯობესია თქვათ „მე თავისუფალი ვარ სიგარეტისგან, რადგან ამგვარი სეანსისას ადამინი ქვეცნობიერთან ურთიერთობს, რომელიც თავის მხრივ არაცნობიერთან „თანამშრომლობს“, ორივე ერთად კი, ზუსტად იმას ახორციელებს,  რასაც ადამიანი საკუთარ თავს შთააგონებს.

– როდის შეიძლება სუგესტიური სეანსის ჩატარება?

– საუკეთესო დრო სუგესტიური სეანსისთვის, რომელიც საშუალოდ 30 წუთს გრძელდება, საღამოა, ძილის წინ და დილა ახალგაღვიძებულზე.

– რა არის ქრონიკული დაღლილობის მიზეზი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი უჩივის?

– თვითონაც ბევრი მომმართვას ამგვარი პრობლემით, მე კი, ყველას ნაკლებად ლაპარაკს, მხოლოდ საქმეზე საუბარს და საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვებას ვურჩევ, რადგან სწორედ გაუთავებელი „ქაქანიზე“ იხარჯება სასიცოცხლო ენერგიის დიდი ნაწილი.

– საკმაოდ რთულია სუნთქვაზე დაკვირვება, რადგან ადამიანი მხოლოდ გარე ფაქტორების აღქმაზე ამუშავებს გონებას, საკუთარ თავში ჩახედვა კი, ძალიან უჭირს…

– გეთანხმებით, მართალაც ძალიან რთულია, რადგან ადამიანის ტვინი, რომელსაც აღმოსავლეთში „მხტუნავ მაიმუნს“ უწოდებენ, სულ შფოთავს და მუდმივ მღელვარებაშია. საჭიროა ჩვევის გამომუშავება, რათა ხანგრძლივი დუმილით და ლოცვით შევაჩვიოთ გონება ახალ რეჟიმს, მერე კი, დამშვიდებული გავერკვეთ საკუთარ თავსა და სურვილებში.

– რამდენადაც ვიცი, სხეულზე ადამიანს ძალიან საინტერესო წერტილები აქვს. კონკრეტულად სადაა მოთავსებული, ე.წ. სასიცოცხლო წერტილები?

– შუბლზე, რომელიც თავის ტვინის წერტლია, ჭიპქვედა არეში, საიდანაც უძლიერესი სასიცოცხლო ენერგია შემოდის და მხრებზე, ერთგვარი ენერგეტიკული ცენტრები – მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წერტილებია, რომელთაც პირჯვარის გადაწერისას ვეხებით სამი თითით. აღსანიშნავია, რომ სამი თითის ერთობაც ენერგეტიკულადაა დატვირთული და ე.წ. სულიერ ცეცხლს იძლევა, რადგან ცერზე ორი – სიცხის და სინოტივის, საჩვენებელზე – სითბოს, შუა თითზე კი, ქარის ენერგია შემოდის, რომელიც თავის ტვინის და ფსიქიკის ენერგიას უკავშირდება, ამიტომ სასიცოცხლო წერტილებზე შეხებით სწორედ სულიერი ცეცხლი შეგვყავს და ერთგვარად ვასუფთავებთ სასიცოცხლო ენერგიას, თუმცა ამგვარი მოქმედება, მხოლოდ გულწრფელი ლოცვის დროსაა ეფექტური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g