LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის შენი ნიშნობის ბეჭედი ჯეი ლო? – ლოპესის მორიგი გლამურული ფოტოსესია და ჭორების გაღრმავების თეორია

155
41602296-0-image-a-4-1618108898373

2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და მისი საქმროს, ალექს როდრიგესის გაშორების შესახებ გავრცელდა ჭორები. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაიწერა, ფაქტობრივად ლოპესის პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება შეგვიძლია შემოგთავაზოთ.

შექება ყველასგან, ალექსის გარდა – ფაქტები, რომლებიც ჯეი ლოსა და ალექს როდრიგესის უთანხმოებაზე მიუთითებენ

ლოპესი და მისი საქმრო ახლა დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც ახალი ფილმის, Shotgun Wedding გადაღებები მიმდინარეობს.

51 წლის ვარსკვლავი გულშემატკივრებს უახლესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს. ამჯერად მან ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც თეთრ ტოპსა და კრემისფერ სპორტულებში პოზირებს. ის როგორც ყოველთვის გლამურულად გამოიყურება, თუმცა გამჭრიახ თვალს არ გამოეპარება ერთი ფაქტი, ჯეი ლოს 1 მილიონ დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი კვლავ არ უკეთია. ეს კი ისედაც არსებულ ჭორებს უფრო მეტად აღრმავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები